Loading data...
„დიდად ვაფასებ საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმისადმი“ - ჯანმოს ხელმძღვანელი ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, რევაზ ლომინაძეს შეხვდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, რევაზ ლომინაძესთან შეხვედრა გამართა.

„მოხარული ვარ შევხვდე ელჩს, რევაზ ლომინაძეს, რომელიც ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. დიდად ვაფასებ საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმისადმი.

განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში ცოტა ხნის წინ განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე საკითხები და მოლაპარაკებები, რომელიც პანდემიის შესახებ შეთანხმების, „პათოგენებთან წვდომისა და სარგებლის გადანაწილების“ დანართს ეხება. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - წერს ჯანმოს დირექტორი.