Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1500 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1499 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0596 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ მაისს შევა ძალაში.