1772913807
საზოგადოება
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა
დღეს 8 მარტს ბევრგან აღნიშნავენ, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს, მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში, სადაც ის სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედ არის გამოცხადებული.
პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა.