Loading data...
ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანი მეზობელ ქვეყნებს არ დაარტყამს, თუ იქიდან მასზე შეტევა ან განხორციელდება

ირანი მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს არ განახორციელებს, თუ იქიდან ირანზე შეტევა არ მოხდება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პეზეშკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ირანის დროებითმა საბჭომ მხარი დაუჭირა, რომელიც ქვეყანას ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ მართავს.

პეზეშკიანმა ბოდიში მოუხადა მეზობელ ქვეყნებს დარტყმებისთვის, რაც ბოლო კვირის განმავლობაში განხორციელდა.

ისრაელის და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ირანმა საპასუხო იერიშები დაიწყო. 5 მარტს აზერბაიჯანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნახიჩევანის ავტონომიაში რამდენიმე ირანული დრონი ჩამოვარდა, მათ შორის ერთი აეროპორტის ტერმინალს დაეცა. დაშავდა 4 ადამიანი. ბაქომ მომხდარს ტერორისტული შეტევა უწოდა.