დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია, პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტკიცებულ იქნა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
მისი თქმით, პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია.
„პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება. პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტკიცებულ იქნა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალობას. ეს გამოიხატა არა მარტო სიტყვით, არამედ ჯილდოებითაც“, - აღნიშნა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა.
ცნობისთვის, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ მოიწვია. სხდომაზე განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის იმსჯელებენ სინოდის შემდგომ სხდომებსა და კრების გამართვის ადგილზე.