Loading data...
დეკანოზი ჯაღმაიძე ილია მეორის შესახებ: მან თქვა, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. 

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო ანდერძზეც ისაუბრა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე.

მან ვიწრო წრეში განაცხადა და მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. 

კათოლიკოს-პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევს წმინდა სინოდი და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა წარმართავს ამ პროცესს. 

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ, არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს“, - აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე.