1773821134
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივუსამძიმრებ მთელს ერს, სინოდი დღეს დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს, სინოდის კრების შემდეგ გადაასვენებენ.
„მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარებაა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. სინოდი შეიკრიბება 2 საათზე, ეს არის საეკლესიო წესი, სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, დანარჩენ დეტალებს, როგორც კი დაადგენს სინოდი, მაშინვე გაცნობებთ“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ გააკეთა.