Loading data...
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა

„პირველად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე“, - აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა.

„პირველად აღვნიშნავთ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე. პირველად შედგება ეს დღე ახლადარჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის პატრიარქობაში. 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა“, აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე.