1771225628
საზოგადოება
დედამიწაზე მაგნიტური შტორმი დაიწყო
დედამიწაზე 15 თებერვალს მაგნიტური შტორმი დაიწყო, რომელიც 16 თებერვალსაც გაგრძელდება. ამის შესახებ meteoagent იუწყება.
მაგნიტური ქარიშხლის დონემ 4,7-ს მიაღწია. ეს, სავარაუდოდ, G1-ის დონის მაგნიტური შტორმი იქმნება.
მაგნიტურ შტორმს მზის ქარი და მზის გვირგვინის ამოფრქვევა იწვევს. დღევანდელი შტორმის დროს მოსალოდნელია უმნიშვნელო შეფერხებები სატელიტური კავშირგაბმულობის სისტემებში. ჩრდილოეთ რაიონებში პოლარული ციალია მოსალოდნელი.