Loading data...
დავითაშვილი: ჩვენ შეიძლება რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ქვეყანა

საქართველო ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ქვეყანაა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე

მისივე თქმით.  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული ამოცანაა. დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შედეგები დაიდოს.

„კორუფციის დაბალი დონე, კორუფციის აღმოფხვრა, მასთან ბრძოლა მრავალი ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ქვეყანა, მაგრამ კორუფცია, ბუნებრივია, მიუღებელია“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგითა და შეფასებით მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში.

„ამა თუ იმ სფეროში ნებისმიერი მიღწევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამით კმაყოფილი და არ უნდა ვისახავდეთ მიზნად უფრო დიდი შედეგის მიღწევას. შესაბამისად, ჩვენთვის აქაც სტანდარტის კიდე უფრო მაღალ დონეზე აწევაა ძალიან მნიშვნელოვანი. კორუფციის დაბალი დონე, მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმართულებაა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.