Loading data...
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა – 11 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე 1 200 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იმოგზაურა

„დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა – 11 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე 1 200 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იმოგზაურა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბესიკ ამირანაშვილმა.

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღნიშნული ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკოტურიზმის განვითარებაა, რის ფარგლებშიც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

„მიმდინარე წელს, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები და საპარკინგე ინფრასტრუქტურა, რაც ვიზიტორებს უფრო კომფორტულ გარემოს სთავაზობს“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული და ახალი ინფრასტრუქტურის საშუალებით შევძლებთ ტურისტული ნაკადების მიღებას და მათთვის კომფორტული, და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

მისივე განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება ეკოტურიზმის განვითარება. სააგენტო გეგმავს 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას, სადაც სამომავლოდ მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მოახდინოს ტურისტული სერვისებისა და ნაკადების დივერსიფიცირება და კიდევ უფრო გააძლიეროს დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი.