დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამა დაინერგება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამა დაინერგება.
პროგრამა მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტიანად განახორციელონ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვიზიტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციის მიზნით, ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო კომუნიკაციის გაუმჯობესების თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება.
ინიციატივა ხორციელდება კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით და ეფუძნება გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ანალიზს. შეფასების საფუძველზე შემუშავდება სპეციალურად მორგებული სასწავლო პროგრამა და სასწავლო მასალები, რომლებიც მოიცავს კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს.
პროგრამა ეტაპობრივად დაინერგება 10 დაცულ ტერიტორიაზე. ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომელთა პროფესიულ ზრდას და ბუნების დაცვის სისტემის კიდევ უფრო მდგრად განვითარებას“, - აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.