Loading data...
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონკონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტომ სტენდზე დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტობრივი მასალებით გააცნო.

ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ.

საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ჰონკონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წლის 5 თვეში, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.