1791832950
საზოგადოება
CityPay.io-ს დამფუძნებელი ბექა ქემერტელიძე: CityPay.io 2020 წელს დავაფუძნეთ და იმავე წელს ჩვენი ბიზნესპროექტის პირველი წარმატება და აღიარება სწორედ GITA-ს გრანტის მოპოვება იყო
CityPay.io 2020 წელს დავაფუძნეთ და იმავე წელს ჩვენი ბიზნესპროექტის პირველი წარმატება და აღიარება სწორედ GITA-ს გრანტის მოპოვება იყო, - აცხადებს CityPay.io-ს დამფუძნებელი ბექა ქემერტელიძე.
მისი თქმით, მას შემდეგ კომპანია საკმაოდ განვითარდა და 2-3 წლის განმავლობაში 5 ქვეყნის ბაზარზე აპირებს შესვლას.
„დღეს უკვე საკმაოდ დიდი ინვესტიციები გვაქვს მოზიდული. ვოპერირებთ საქართველოში, თურქეთში და უზბეკეთში და უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში კიდე დამატებით 5 ქვეყანაში დავიწყებთ ოპერირებას“, - აღნიშნა ბექა ქემერტელიძე.