Loading data...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხიდის მშენებლობა დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ხიდის მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია გეცნენ. 161 მეტრიანი საავტომობილო ხიდი ერთმანეთს სოფელ ხაბუმესა და ზუმს აკავშირებს. ახალი ხიდის სიგანე 9,5 მეტრია.

ლევან ზაუტაშვილი და დავით ვერავა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, გაეცნენ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.