1707746797
საზოგადოება
„ჩემს სუნამოს არ ექნება ისეთი სურნელი, როგორიც ხალხს წარმოუდგენია“- დემნა გვასალია
![](https://newshub.ge/uploads/files/2022/10/02/62977/demna-gvasalia_w_h.jpeg)
Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, მოდის დიზაინერი, წარმოშობით ქართველი დემნა გვასალია, ამჯერად საკუთარი სუნამოს გამოშვებას აპირებს. გვასალიას ქონება ამჟამად $50 მლნ-ს შეადგენს. დიზაინერი პოპულარობის ზენიტშია და ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებს არ თმობს.
„ჩემს პირველ სუნამოს არ ექნება ისეთი სურნელი, როგორიც ხალხს წარმოუდგენია“,- წერს დემნა გვასალია.
გვასალიას პარფიუმერიის ხაზი 2025 წლის პირველ ნახევარში გამოვა. რა სახელით გამოვა
მომავალი ბრენდი, დემნა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.