1786903425
საზოგადოება
ჩაქვში მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ჩაქვში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ბელარუსი იყო.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.