ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი - 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რასაც თან ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც. შედეგი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო ხარისხი და უწყვეტი მიწოდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება - ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის.