1763644036
საზოგადოება
ბესიკ კუსიდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოუსმინეს.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრის ფარგლებში ბესიკ კუსიდიმ სამინისტროში მოქმედი პროგრამები და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოს საქმიანობა განიხილა.
ასევე შეხვედრის მიმდინარეობისას მინისტრმა 2026 წლის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.