Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1203 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1342 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0639 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ნოემბერს შევა ძალაში.