1769850788
საზოგადოება
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა“, - წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში.
ჩხაიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს ტყუილს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება. მისი განმარტებით, სინამდვილეში, ახალი კანონი მხოლოდ შავი ფულის შემოსვლას უსვამს წერტილს.
„ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა. წლებია მალავენ ფულს, უცხოეთში რეგისტრირდებიან და ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება. ეს არის ტ ყ უ ი ლ ი !!! სინამდვილეში ახალი კანონი მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს,შავ ფულს უსვამს წერტილს. და ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის, ზუსტად ვიცით რატომაც“, - წერს ბექა ჩხაიძე.