1795719470
საზოგადოება
ბათუმში თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმის არენაზე თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გულშემატკივრებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს.
სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. შექმნილი ვითარების გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა.
ცნობილია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო, ამიტომ მატჩის ბათუმში ჩატარება გადაწყდა.