1734525062
საზოგადოება
ბათუმი(ანგისა) - ახალციხის გზის მონაკვეთზე ქვის ცვენის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვის ცვენა კვლავ გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.