Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8117 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9416 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9483 ლარს შეადგენს.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0800 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 დეკემბერს შევა ძალაში.