Loading data...
ბარსელონაში პატრიარქის ნათლულები მისი ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ

კატალონიის გულში პატრიარქის ნათლულები შეიკრიბნენ. სიმბოლურად, თეთრი ვარდებით ხელში, ისინი საქართველოში მყოფ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულებს შეუერთდნენ.

საქართველოსგან შორს, ბარსელონას ქართული ეკლესიის წმინდა ნინოს სამრევლო სამშობლოსთან ერთად გლოვობს.

ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.