Loading data...
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.

ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.

დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.