Loading data...
უკრაინამ და აშშ-მა ჟენევაში მოლაპარაკებაზე სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი შეათანხმეს

ჟენევაში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების დროს მხარეებმა განახლებული და გადამუშავებული სამშვიდობო გეგმა შეთანხმდეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

საერთო წინადადებებზე მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მხარეები ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.

ამავე განცხადებაში წერია, რომ მოლაპარაკება იყო კონსტრუქციული და ის ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით ჩატარდა.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას ითვალისწინებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების გაფორმება 27 ნოემბრამდე მოხდება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ამას მეტი დრო დასჭირდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მიმდინარე კვირას, შესაძლოა, ვაშინგტონში ჩავიდეს. ზელენსკიმ და ტრამპმა სამშვიდობო გეგმის ყველაზე ფაქიზ თემას განიხილავენ, რაც ტერიტორიულ საკითხს ეხება.