1736414699
საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოს რეგიონში აფხაზეთის გალის რაიონში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ დამღუპველი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და მეგობარ საქართველოს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
We are deeply saddened by the tragic fire that claimed the lives of five children in Gali district of Abkhazia, #Georgia.
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) January 9, 2025
We extend our heartfelt condolences to the families affected by this devastating event and to friendly Georgia.
May Allah give the strength to bear this…