1774719081
საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - დაიღუპა ერთი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 45 წლის კაცი ემსხვერპლა.
ამასთან, დაშავდა ორი ადამიანი, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.