Loading data...
ავსტრიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ

ავსტრიის საელჩო საქართველოს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.