1786558659
საზოგადოება
ავარია გომის მთაზე - დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Newshub.ge-ს განუცხადეს, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.