1758006657
საზოგადოება
ავარია ბახმაროში - დაშავდა 15-მდე ადამიანი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 15-მდე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.