ტრამპმა The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელსაც ის „რადიკალური მემარცხენეების რუპორად“ მოიხსენიებს, ცილისწამების გამო, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ის წინააღმდეგ, ცილისწამების გამო, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა.
ტრამპი გამოცემას დეგრადირებულ და რადიკალურად მემარცხენე „დემოკრატიული“ პარტიის რუპორად მოიხსენიებს.
„დღეს წილად მხვდა დიდი პატივი, შევიტანო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი ცილისწამებასა და შეურაცხყოფის შესახებ The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და დეგრადირებული გაზეთია, რომელიც ფაქტობრივად რადიკალურად მემარცხენე „დემოკრატიული“ პარტიის რუპორი გახდა“, - დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, გამოცემა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს უჭერდა მხარს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოცემა ათწლეულების მანძილზე სიცრუეს ავრცელებს მისი ოჯახის, ბიზნესისა და მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“-ს შესახებ.
„ეს იყო ყველაზე მსხვილი უკანონო შემოწირულება საარჩევნო კამპანიის ისტორიაში. მათი მხარდაჭერა კამალა ჰარისის მიმართ The New York Times-ის პირველ გვერდზე იყო გამოტანილი, რაც გაუგონარია! The New York Times-ი დიდი ხნის მანძილზე თავისუფლად ცილს მწამებდა, იტყუებოდა და ტალახს მესროდა. ეს დაუყოვნებლივ შეწყდება! სარჩელი ფლორიდის დიად შტატშია შეტანილი“, - აღნიშნა ტრამპმა.