Loading data...
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ, რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.