Loading data...
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ცოდვები არიან ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ლანძღავს, ან სპეკულაციებით ცდილობს ეკლესიაზე რაღაც გავლენა მოახდინოს, ეკლესიაზე გავლენას ახდენს ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა

სრულიად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, 3 აპრილს, წმინდა სინოდი პირველად შეიკრიბება.

სხდომა 12 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით გაიმართება.

განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს სასულიერო პირებმა.

„ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება საჭეთმმართველი ჩვენი ეკლესიისა, მთელი ერი ამისთვის ლოცულობს. წმინდა სინოდის მოსამზადებელი ხდომებიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ეს გამოცდაც, რას არის ღვთის, პატრიარქის, ერის წინაშე [ჩავაბაროთ].
არ ყოფილა ეპოქა და საუკუნე, როცა ეკლესიის დისკრედიტაცია არ ხდებოდა. ერთ-ერთი წმინდა მამა ასე ბრძანებს, რომ იმ ადამიანებმა უფრო მეტი სარგებელი მომიტანეს, ვინც მლანძღავდა, ვიდრე იმან, ვინც მაქებდაო. ამაში ის იგულისხმება, რომ ეკლესია თუნდაც ამ ლანძღვით უფრო მეტად უკეთესი ხდება, მაგრამ თვითონ ის ადამიანები არიან ცოდვები, ვინც ეკლესიას ლანძღავს და პოლიტიკური ან სხვა სპეკულაციებით ცდილობს, ეკლესიაზე რაღაც გავლენა მოახდინოს. ეკლესიაზე გავლენას ახდენს ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა.

მეუფე შიო ერთ-ერთი გამო9რჩეული მღვდელმთავარი იყო, არის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრედ დადგენაც 2017 წელს ძალიან ბევრს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყოს პატრიარქობის პრეტენდენტი, ყველანი გამორჩეულები არიან პატრიარქის მიერ. მაინც ღმერთის გადაწყვეტილება იქნება და მსურს, რომ ღმერთის ნება იყოს ეს ყველაფერ9ი - ადამიანების სპეკულაციები აქედან ისედაც შორს იქნება, რადგან მარტო წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.