1774423197
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად პარაკლისებს იხდიდა.
„დღეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად პარაკლისებს იხდიდა. დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.