25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ კი ის 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.