1773779653
საზოგადოება
არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული, ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში
პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, - განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.
„აპატიოსნებენ მის უწმინდესობას. ვფიქრობ, 1-2 საათში უკვე გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში ან ხვალ დილით. ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი. პატრიარქი ახლა საპატრიარქოშია დასვენებული“, - განაცხადა მამა დემეტრემ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.