Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
Aqualia ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. კომპანიამ საოპერაციო ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიული რეაგირების მიზნით, 2025 წელს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ავტოპარკისთვის 61 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამგზავრო, სამშენებლო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები შეიძინა.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაზიანებებზე რეაგირების დროს და უზრუნველყოფს სამუშაო ლოკაციებზე ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარისა და მასალის ოპერატიულ მიწოდებას.
2025 წელს Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში ჯამში 9 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რის ფარგლებშიც 32 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9 ერთეული სამგზავრო და სატვირთო მიკროავტობუსი და 20 ერთეული მძიმე სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.
კომპანია ავტოპარკის განახლების პროცესს მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს.