1760962985
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დირსის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დირსის დასახლებაში გამწვანების აქცია გამართა.
ღონისძიება რეკრეაციული სივრცეების შექმნისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დასახლებაში მცხოვრები დროებით დევნილი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 200-მდე დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ბექა ღვაჩლიანმა, ბესიკ კუსიდმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ლევან თევზაიამ და მიხეილ ანჩაბაძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებთან ერთად მიიღეს.