Loading data...
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღმასრულებელთა ევროპული კავშირის (EUHJ) გენერალურ ასამბლეაზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები მოისმინეს

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღმასრულებელთა ევროპული კავშირის (EUHJ) გენერალურ ასამბლეაზე მოისმინეს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები, მათი გავლენა წევრი ქვეყნების სისტემურ განვითარებასა და აღმასრულებლის პროფესიული სტანდარტების განმტკიცებაზე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაციამ აღმასრულებელთა ევროპული კავშირის (EUHJ) აღმასრულებელ კომიტეტთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა შეაფასეს ინსტიტუციური ურთიერთობების გაძლიერების ასპექტები და საქმიანობის პრიორიტეტები.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ასამბლეაზე წარადგინეს ინფორმაცია 2026 წელს საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციისა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) საგაზაფხულო საბჭოს მასპინძლობის შესახებ.

ღონისძიება თბილისში 7-10 მაისს გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი.

აღმასრულებელთა ევროპული კავშირის (EUHJ) ასამბლეა პარიზში გაიმართა. ღონისძიებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხუბულავა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი ანა არაბული ესწრებოდნენ.

აღმასრულებელთა ევროპული კავშირის ძირითადი თემატიკა მოიცავს აღმასრულებლის სოციალური როლის ფუნქციურ გაღრმავებას, მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მექანიზმების სრულყოფასა და მათზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტების ხელშეწყობას, ასევე, თანამედროვე ციფრული სერვისების პირობებში აღსრულების პროცესების ეფექტურობისა და ინსტიტუციური სანდოობის ამაღლებას.