1763730238
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7062 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1173 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1203 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0638 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 ნოემბერს შევა ძალაში.