4 მაისი 20:04
საზოგადოება
5 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.