Loading data...
31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა

ქიმიკოსის პროფესიული დღე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა სააგენტოს ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. 

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია, მათ შორის ერთი თბილისში და ორი რეგიონული - ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დასაქმებულ თანამშრომელთა უმრავლესობა პროფესიით ქიმიკოსია.

ქიმიკოსის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ დეპარტამენტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა.

ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად, სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

საქართველოში ქიმიკოსის პროფესიული დღე 1980 წლიდან, ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება.