Loading data...
26 ოქტომბერს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

26 ოქტომბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II, III კვარტალების, მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, ბაქრაძის, მიროტაძის, ჩიქვანაიას, ალექსიძის, ლაპიაშვილის, სანაპიროს, ფიზკულტურის, კოსტავას, გოთუას, სატივეს, კოდორის, შარტავას, ბენდელიანის და ოჟიოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.