23 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 23 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ბერძენიშვილის, იუნკერ შალვა ერისთავის, აკაკი ბელიაშვილის, შალვა გოგიძის, გივი ჟვანიას, გვირილების, ნოდარ ბოხუას, შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, მიხეილ ჭიაურელის, გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის, დისევის, გიორგი ტერევერკოს და ნინო ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, მცხეთის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, გაბაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ემხვარის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების(ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.