ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში ახალი ჯარებისა და იარაღის გაგზავნისთვის - სამხრეთ კორეის დაზვერვა
ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნისთვის, მათ შორის აგზავნის კამიკაძე დრონებს, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ Yonhap სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
„ბევრი სადაზვერვო მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში ჯარების განლაგების როტაციისთვის ან გაზრდისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ და გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს სარაკეტო გამშვებები.
გარდა ამისა, სადაზვერვო ანგარიშები მიუთითებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს კამიკაძე დრონების წარმოებას და მიწოდებას, რომლებიც პირველად ნოემბერში კიმ ჩენ ინის ინსპექტირების დროს იქნა წარმოდგენილი. დაზვერვა განმარტავს, რომ ამის მიზეზი არის DPRK-ის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება ომის წარმოებაში და მოახდინოს თავისი იარაღის სისტემის მოდერნიზება.