Loading data...
21 მაისს შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში.  ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.