2 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით 2 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული სიტყვის დიდოსტატის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიება მიეძღვნება მწერლის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას, მის განუმეორებელ მხატვრულ სამყაროსა და ფასდაუდებელ წვლილს ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში.
რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე;
მხატვარი - თეო კუხიანიძე;
მონაწილეობენ: მსახიობები ელდინო საღარაძე და ზვიად დოლიძე, ვოკალური ჯაზ-ანსამბლი The Georgian Six, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაპელა, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „მძლევარი“, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ზაქარია ფალიაშვილის
სახელობის ორკესტრი და სოლისტები.
საღამო გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.