Loading data...
11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „China Road and Bridge Corporation“-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 11 და 12 აგვისტოს, ღამის საათებში (01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით მოძრაობის ჩაკეტვა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადართვა.

აღნიშნული გადართვის პროცესი განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.